ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ სკოპიეში გამართულ 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა გიორგი ქაცანაშვილმა (–97 კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველი მოჭიდავე ფინალში რუს არტურ სარგსიანს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:9 დამარცხდა. ფინალამდე ქაცანაშვილმა ხორვატი ფილიპ სმეტკო, გერმანელი პატრიკ ნოიამაიერი, ავსტრიელი მარკუს რაგინგერი და ჩეხი ონდრეი დადაკი დაამარცხა.
ბრინჯას მედლის მოპოვება მოახერხა აივენგო რიკაძემაც (–82 კგ) , რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დმიტრო გარდუბეი 6:0 დაამარცხა.
ევროპირველობის სასტარტო დღეს ვერცხლის მედალი თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ.) მოიპოვა, ამდენად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 ვერცხლითა და 1 ბრინჯაოთი დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings