ლა ლიგა 2-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ: გიორგი ქოჩორაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა და „ლევანტეს“ გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.
ორივე ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორივემ 90 წუთი ითამაშა.
90+6-ე წუთზე ქოჩორაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველ ტაიმში გააფრთხილეს.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ორივე ქართველი გამორჩეული იყო. ერთ ეპიზოდში წიტაიშვილის დარტყმულ ქოჩორა დროულად ჩაუწვა და გუნდს საფრთხე აარიდა.
ქოჩორაშვილის შეფასებები: Flashscore – 7.8; Sofascore – 7.3. წიტაიშვილის შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 7.0.
ლევანტე – გრანადა 3:1
გოლები: 1:0 ბრუგუე (21), 1:1 ბოიე (58), 2:1 ალგობია (72), 3:1 ქოჩორაშვილი (90+5)
23 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 39 ქულით მე-3 ადგილზე დაწინაურდა და პლეი-ოფის ზონაშია, ხოლო „გრანადა“ მას 5 ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა.
„ლევანტე“ 25 იანვარს ლა კორუნიაში „დეპორტივოს“ შეხვდება, „გრანადა“ კი 26 იანვარს ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings