დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ლევანტეს“ საზაფხულო ბანაკი გაიხსნა, რომლის მოწყობის ინიციატორები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, „ლევანტეს“ საერთაშორისო საქმეთა დირექტორი დანიელ პასტორი და ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერი ხავი არიან.
მიზანი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების აღმოჩენაა.
„მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი, რადგან აქაურობა ძალიან ლამაზია და მომწონს. უკვე დავაგემოვნე ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი მომეწონა.
რაც შეეხება კემპს, ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა ქართველ ტალანტებთან გვიწევს მუშაობა. საქართველოში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და ძალიან გამიხარდება, მათგან გამორჩეულებს ესპანეთში თუ წავიყვანთ.
ვაპირებ თუ არა „ლევანტეს“ გვერდზე ქართული პოსტების დადებას? დიახ, რა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ქოჩორაშვილი ჩვენთან. ქართველ გულშემატკივრებთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა და ამას არათუ დავივიწყებ, თქვენთან ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებ“, – განაცხადა „ლევანტეს“ ციფრული სტრატეგიის კონტენტის მენეჯერმა ხავიმ.
რა მენაღვლება?! ჯვარზეც ვიყავი, შავი და თეთრი არაგვიც ვნახე და ხვლიკისფერი სვეტიცხოველიც… აი ხავის ერთ-ერთი ქართული პოსტი.
GIPHY App Key not set. Please check settings