in

ქართული ევროპა დასრულდა: იბერიამ წააგო და გავარდა

თბილისის „იბერია“, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ გაუმკლავდა თურქულ „ბაშაქშეჰირს“, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში 0:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. რეალური მომენტი ჩვენებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისი მასპინძლებს გამოუვიდათ. ჯერ იყო და მაკარიძესთან პირისპირ ორი ფეხბურთელი გავიდა, მაგრამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხეს. თუმცა, მალე მოედნის კიდედან საჯარიმო ჩააწოდეს, ჯერ ზურგით მდგომა ერთმა ფეხბურთელმა ითამაშა თავით, მერე იგივე სტილში პიონტეკმა და ანგარიში გაიხსნა.
მეორე გოლი ჯარიმიდან გაგვიტანეს, ძალიან მოხდენილად დაარტყა და ზუსტად ჩასვა მეკარისგან შორეულ კუთხეში პელკასმა.

ლევან კორღალძემ გარისკა და თამაში სამი ცენტრალური თავდამსხმელით გააგრძელა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება შეუძლებელი აღმოჩნდა

მოკლედ, აგვისტოს ისევ ვერ გავცდით და შემოდგომამდე ისევ ვერ მივედით ევროტურნირებზე.

კონფერენსლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი

15 აგვისტო. სტამბოლი. ფათიჰ თერიმი. 4 735 მაყურებელი
ბაშაქშეჰირი (სტამბოლი)- იბერია 1999 (თბილისი) 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (50. კემენის პასით), 2:0 პელკასი (61)

იბერია: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენია, ჯინჯოლავა, ქარდავა (73. სიხარულიძე), კოხრეიძე (63. ო. მამაგეიშვილი), ნონიკაშვილი (84. ხაჩიძე), ი. ტაბატაძე (63. ახვლედიანი), გ. მამაგეიშვილი (84. დადიანი), სილა
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

გაფრთხილება: გ. მამაგეიშვილი (3), ნონიკაშვილი (40), ჯგერენაია (43), კოხრეიძე (60), ახვლედიანი (69), ჯინჯოლავა (72)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა: 50 ათას ლარს ყველას მისცემენ – ფოტო

ვოლკოვმა ულამაზესი გოლით გუნდი გადაარჩინა, გოჩოლეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა: ქართველების გუნდები პენალტებით გავიდნენ