ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის “ლიგა ენდესას” მეათე ტურში ქართული დუელი შედგა. გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” ბექა ბურჯანაძის “ბეტისს” დაუპირისპირდა 72:81 წააგო.
ბექა ბურჯანაძემ “ბეტისის” შემადგენლობაში 19 წუთი ითამაშა და პარკეტზე ყოფნის პერიოდში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება გიორგი შერმადინს. “შერმინატორმა” პარკეტზე 16:51 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 6 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.
“ლენოვო ტენერიფე” 7 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზეა, “ბეტისი” კი 2 გამარჯვებითა და 8 წაგებით ბოლო მე-18 პოზიციაზეა. მომავალ ტურში, 20 ნოემბერს, შერმადინის კლუბი “გრან კანარიას” უმასპინძლებს, 21-ში კი, ბურჯანაძის “ბეტისი” მადრიდის “რეალს” ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings