ბოსნიის ჩემპიონატის მორიგი კარგი თამაში ჰქონდა გიორგი გულიაშვილს, ასევე ვასილიოს გორდეზიანს.
„სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში ჩვენები ერთად პირველად მოხვდნენ. გორდეზიანმა 75 წუთი ითამაშა. 44-ე წუთზე მან პენალტით ანგარიში გახსნა.
59-ე წუთზე გულიაშვილმა გაიტანა, რომელიც ორ მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში შეაგდო. გიორგი 90+2-ე წუთზე შეცვალეს.


კვიპროსზე, გიორგი ქვილითაიას „არისმა“ 1:0 დაამარცხა ლაშა დვალის აპოელ. გამარჯვების გოლი ქვილითაიას ანგარიშზეა. მიმდინარე სეზონში მან მერვე გოლი გაიტანა. მე-15 წუთზე კარიდან ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი და ახლო მანძილიდან შეაგორა. გიორგი 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლაშა მხოლოდ 87-ე წუთზე შევიდა.
რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ 3:0 მოუგო „კლუჟს“. ქართველმა ნახევარმცველმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 38-ე წუთზე კარგად გაიხსნა და დაახლოებით 15 მეტრიდან გაიტანა. ეს მისი მე-2 გოლია.
მერე მისი შორეული დარტყმა სანტიმეტრებში ასცდა მიზანს. Flashscore-ის ვერსიით ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 8.2. Sofascore -მა 8.0 დაუწერა.
პოლონეთში, „პოგონი“-„კრაკოვიას“ მატჩი 5:2 დასრულდა. ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ავტოგოლი მიითვალა. შეფასება – 5.7.
სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“, რომელიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, „ბარის“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და 7.1 ქულა მიიღო.
სერია A-ს 29-ე ტურში „ემპოლი“ სტუმრად „ტორინოსთან“ დამარცხდა – 0:1.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings