in

ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის: ლეგენდების პრესკონფერენცია

კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს – ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც – ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იარი ლიტმანენი: რამდენიმე წლის წინ ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდით. მას შემდეგ თქვენი ფეხბურთელების პროგრესს თვალს ვადევნებ. ძალიან კარგი ინდივიდუალისტები გყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ბურთით ყველაფრის გაკეთებას ახერხებს, რასაც ჩაიფიქრებს.

ხავიერ სავიოლა: ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა. იმედია, უფრო მაღალ დონეზე ახვალთ. ყველაფერი ფესვებიდან იწყება, ასე რომ პროცესი კარგად მომდინარეობს. ყველაზე რთული არა წარმატების მიღწევა, არამედ მისი შენარჩუნებაა.

„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე შეხვედრა, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს არ არის კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის…