ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა sport.sky.it-მა და პსჟ-ს ქართველ ვარსკვლავს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.
როდესაც პსჟ-ში გადმოვედი, ვერც წარმოვიდგენდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასე მალე თუ გავიდოდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს სიზმარივითაა.
აქამდე მოსასვლელად გრძელი გზის გამოვლა და სირთულეების დაძლევა მომიწია. საქართველო მუდამ ჩემთანაა, მან ყველაფერი მომცა და ქართველობით ვამაყობ. მინდა ჩემს სამშობლოს დავეხმარო, მისთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.
პსჟ-ს ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი იშვიათი ხართ, ვისაც „ინტერთან“ უთამაშია. მზად ხართ ამ მხრივ ლუის ენრიკეს დაეხმაროთ?
ვფიქრობ, ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. ის და მისი თანაშემწეები „ინტერის“ მატჩებს უყურებენ და აბსოლუტურად ყველაფერი ჩემზე უკეთ იციან. ვიცი „ინტერი“ რამდენად ძლიერი გუნდია. თუ ჩემი რჩევა დასჭირდებთ, ამისათვის მზად ვარ. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ.
„ნაპოლის“ მატჩებს მართლა დონარუმასთან და ფაბიან რუისთან ერთად უყურებთ?
ჩვენ გვიყვარს ნეაპოლი და ერთად ვუყურებთ თამაშებს. ვფიქრობ, სკუდეტოს მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება. მათ ტიტული ნამდვილად დაიმსახურეს.
GIPHY App Key not set. Please check settings