in

ქართველმა ძიუდოისტებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მოღვაწე ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ზანთარაია ავრცელებს და ქართველ ძიუდოისტებს მადლობას ეუბნება.

“უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მეგობარი ქართველი ძიუდოისტებისა, რომლებიც ამ მძიმე დროს უკრაინას მხარს უჭერენ. ქართველმა ძიუდოსტებმა კიევში მაცხოვრებელ ადამიანებს საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნეს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ომის პერიოდში ოჯახებს საჭირო პროდუქტები მივაწოდოთ. დიდი მადლობა, მეგობრებო!” – წერს ზანთარაია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისში ვილიარეალის აკადემია იხსნება: რა ეღირება, ვინ იქნებიან მწვრთნელები და რა გეგმები აქვთ

ვალენსიასა და ვოლფსბურგზე წინ: ბათუმის დინამო მსოფლიოში 199-ეა