ფრანგული “როდეზის” 33 წლის ქართველმა მცველმა, ამირან სანაიამ ვარჯიში დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბრძოლა მოიგო და სიმსივნე დაამარცხა. “ლელო” ამირანს საფრანგეთში დაუკავშირდა.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დაინტერესებისა და კეთილი სურვილებისათვის. ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სექტემბერში თამაშს დავიწყებ”, – განაცხადა სანაიამ, ვინც თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გახლდათ.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings