in

ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს: დევიზი უცვლელია – ოქრო ისევ მილიონი ღირს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონია გაიმართა.

ქართველმა სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

პარიზის თამაშების წინ არ შეცვლილა ჩვენი დევიზი – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე.

პარიზი 2024-ის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იქნებიან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიადების ათგზის მონაწილე, სეული 1988-ის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე.

ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც სპორტსმენებს წარმატება და გამარჯვება უსურვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:
„მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ, რათა ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ დამატებით აამაღლებს“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.

ოლიმპიადა პარიზში 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დასრულდება.

ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად 28 სპორტსმენმა მოიპოვა. ისტორიაში პირველად ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია:

  1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
  2. ლაშა გურული (კრივი)
  3. გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
  4. გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
  5. ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
  6. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
  7. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
  8. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
  9. რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
  10. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
  11. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
  12. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
  13. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
  14. ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)
  15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)
  16. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)
  17. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)

18.ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)

  1. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)
  2. ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)
  3. ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)
  4. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
  5. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ).
  6. ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)
  7. სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)
  8. ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)
  9. ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)
  10. ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)

ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი Opta-მა სიმბოლურში შეიყვანა, უეფამ არა

ვიდეო: იამაყებდა ჩვენი ნაკრებით… ქართველი ქალები პლეი-ოფში გავიდნენ