in

ქართველმა მოციგურავეებმა ისტორია დაწერეს: 4 ლიცენზია პეკინისთვის

ქართველმა მოციგურავეებმა ისტორია დაწერეს. ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ოთხივე დისციპლინაში ეყოლება წარმომადგენელი.

სპორტულ ცეკვებში მოციგურავეთა წყვილმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს.

კაზაკოვამ და გიორგი რევიამ წარმატებას გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ ჩელენჯერზე მიაღწა, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც ჰქონდა. 

20 წლის კაზაკოვამ და 22 წლის რევიამ, რომლებიც ISU CS Nebelhorn Trophy 2021-ზე ფავორიტთა შორის მოიაზრებოდნენ, რიტმულ ცეკვაში 66.95 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს, თავისუფალ ცეკვაში კი – 106.25 ქულით მეორე შედეგი აჩვენეს – ჯამში 173.20 ქულა, რაც საბოლოოდ საუკეთესო სამეულში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიცენზიები მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ, შესაბამისად, კაცთა და ქალთა ინდივიდუალურ დისციპლინებში, ხოლო სპორტულ წყვილებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაისურაძემ გამოცდილ მეჰდიევს ვერაფერი მოუხერხა და ვერცხლს დასჯერდა

მოლაპარაკებები გააქტიურდა: ვალენსია მამარდაშვილის გამოსყიდვას ჩქარობს