იტალიაში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქარველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტრიუმფალურად იასპარეზა. ჩვენი ნაკრების წევრებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ყველას აჯობა
ქართველი სპორტსმენების მონაგარი 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი იყო, მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს კი 2 ოქროს მედალი.
საქართველოს სახელით ჩემპიონები გახდნენ:
-60 კგ – გიორგი სარდალიშვილი, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ ჯუდოკას, თურან ბაირამოვს სძლია.
-81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი, ქართველმა ჯუდოკამ ფინალში რუსი ადამ ტსეჩოევი დაამარცხა.
-100 კგ – ილია სულამანიძე, ქართველმა ფალავანმა ფინალში უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს სძლია.
+100 კგ – საბა ინანეიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში უნგრელი რიჩარდი სიპოსჩზკი დაამარცხა.
ასევე +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს დაეუფლა ირაკლი დემეტრაშვილი.
GIPHY App Key not set. Please check settings