გიგას ბრძოლის მოსაგებად სულ 1 წუთი და 3 წამი დასჭირდა. მას და მერაბ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 6 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სვანსონის დამარცხებამდე ჭიკაძეს ბრენდონ დევისი, ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა, ომარ მორალესი და ჯეიმს სიმონსი ჰყავდა წაქცეული.
ორი ქართული გამარჯვება ერთ ივენთზე: დვალიშვილმა სტამანი დაამარცხა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა
32 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მე-6 ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა. გიგამ ამერიკელ ქაბ სვანსონს პირველივე წუთზე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ ბრძოლა ნორმალურად ვერ გააგრძელა. გიგამ მეტოქეს კიდევ რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც ოქტაგონის მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და ქართველმა ნოკაუტით UFC-ში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.
გამარჯვების შემდეგ, “ქართველმა ნინძამ” კომენტარი გააკეთა:
“ჩემს ქვეყანაში აღდგომას აღნიშნავენ. მჯერა, რომ მე და მერაბმა სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი მივეცით მათ. აქ ერთი დიდი ბიჭია. მაქს ჰოლოუეი, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და შენთან ჩხუბი მინდა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შენს ყოფილ მეტოქესთან კელვინ კატართან ვიჩხუბებდი”, – თქვა ჭიკაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings