in

ქართველი მსაჯის მორიგი აღიარება: 6 ერის შემდეგ Top 14-სა და ჩემპიონთა თასზე

ქართველი მსაჯის მორიგი დიდი წარმატება და აღიარება. 6 ერზე მსაჯობის შემდეგ, ნიკა ამაშუკელი ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ქვეყნის ჩემპიონატის, საფრანგეთის Top 14-ის შეხვედრას და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო სარაგბო ტურნირის ჩემპიონთა თასის შეხვედრას მოემსახურება.

ამაშუკელი 2 აპრილს Top 14-ში 22-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას “ბორდო”-“ლა როშელი” განსჯის. 10 აპრილს კი, ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალში “კლერმონისა” და “ლესტერ თაიგერსის” შეხვედრას მოემსახურება.

შეგახსენებთ, წელს ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი არბიტრი, რომელმაც პრესტიჟულ 6 ერზე ე.წ. tier 2-ის ქვეყნიდან იმსაჯა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუბინმა დაადასტურა: კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა

4 ივლისს საქართველო ესპანეთს ახალ დარბაზში უმასპინძლებს