ქართველები წონის საუკეთესოებში: მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და 10 წონითი კატეგორიიდან 4-ში, საქართველოს ნაკრების წევრები საუკეთესო ოთხეულში არიან.
იაკობ ქაჯაია უმძიმესი წონის (130 კგ) ლიდერია. მეორე ადგილზე ლეგენდარული კუბელი მიხაინ ლოპეზ ნუნიესია. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა რამაზ ზოიძე. ის მხოლოდ ირანელ გერაის ჩამორჩება. ასევე, მეორე ადგილზეა 63 კგ-ში ლერი აბულაძე. მასაც მხოლოდ ირანელი დალხანი უსწრებს. ნუგზარ წურწუმია კი, 55 კგ-ში წონის მეოთხე ნომერია.
შეგახსენებთ, უახლოესი ტურნირი, რომელზეც ქართველი მოჭიდავეები იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ბუდაპეშტში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings