in

ქართველი მოციგურავეების წარმატება: 2 ოქრო და 1 ბრინჯაო

ქართველი მოციგურავეების მორიგი წარმატება. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ “Volvo open cup”-ზე 4 ქართველი სპორტსმენი: ალინა ურუშაძე, ირაკლი მაისურაძე, ნიკა ეგაძე და ანადეა გულბიანი-შმიდტი – მონაწილეობდა.

ტურნირი ქართველი მოციგურავეებისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათ 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ალინა ურუშაძემ 8 ქვეყნის 12 მოციგურავე ქალს შორის 178.29 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა და შესაბამისად ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ირაკლი მაისურაძე. ნიკა ეგაძე კი, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცსკას მორიგი მარცხი: თოკოს 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი

წიტაიშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა