სომხეთისა და საქართველოს მატჩი არც თუ დიდ სტადიონზე ჩატარდა და აშკარად თვალშისაცემი იყო სტუმარი გუნდი ქომაგების სიმრავლე. ქართველმა გულშემატკივრებმა ჯერ ბილეთები დაიტაცეს ინტერნეტში, ადგილზე ჩასულებმა ერევნის ქუჩებში მოაწყვეს მსვლელობა და მერე ტრიბუნებზეც ჩვეულად ომახიანად გაამხნევეს თავისი გუნდი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ჩვენმა გულშემატკივრებმა ორი რეკორდი დაამყარეს.
ერთი, რომ სომხეთის ნაკრების საშინაო მატჩზე სტუმარი გუნდის ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა. აქამდე შოტლანდიელებმა იყოჩაღეს,
2022 წელს ერთა ლიგის B1 ლიგის 14 ივნისს შეხვედრას (1:4) 1000-მდე შოტლანდიელი დაესწრო. ჩვენ კი დაახლოებით სამჯერ მეტნი ვიყავით – ქართველი ქომაგი თითქმის ყველა ტრიბუნაზე მოხვდა და ჯამში 3 ათასი შეადგინა.
მეორე რეკორდი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების გასვლით შეხვედრას ასეთი რაოდენობით არასდროს დასწრებია. უბრალოდ აქ არ იგულისხმება ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გულშემატკივრების სიმრავლე.
ცხადია, მეზობლობის და მანძილის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.
GIPHY App Key not set. Please check settings