in

ქართველებმა ფეხბურთი დავიბრუნეთ

ესეც ასე! გერმანია, უფრო კონკრეტულად, რურის რეგიონი ქართველებისთვის დალოცვილი მიწაა. 1981 წელს დიუსელდორფში მოგებული თასების თასი და დღეს აქვვე ახლოს გელზერკინხენში მოგებული მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან და 1/8 ფინალის საგზური სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე.

ქალაქში მთელი დღე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. როგორც იტყვიან, ნამდვილი ქართული სული ტრიალებდა დღეს ამ პატარა ქალაქში. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ლევან კობიაშვილის ხსენებაზე ადგილობრივებს განსაკუთრებული ემოცია ეუფლებოდათ და საქართველოს ხსენებაზე “კობის” დიდი სიყვარულით ახსენებდნენ. შეგახსენებთ, ლევან კობიაშვილმა კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „შალკე 04”-ში გაატარა. ქალაქში იყო დაუგეგმავი ქართული კონცერტი და გელზერკინხენის ცენტრალურ მოედანზე შესრულებული ხორუმი. ქალაქზე ნამდვილად ვერ ვიტყვით აღფრთოვანდებით-თქო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არამიმზიდველი, მუშათა კლასის ქალაქია, მაგრამ ქართული მრავალხმიანობის ამოძახილი და ცეკვა, რომელ ქალაქს არ გაალამაზებს?

მატჩის დაწყებამდე თვით კრიშტიანო რონალდომაც კი ტაში დაგვიკრა ქართველ გულშემატკივრებს.

მატჩის სტარტი კი, რაღაც ახალის, ლამაზის დასაწყისს ჰგავდა. საკუთარი საჯარიმოდან მოკკე პასებით ამოტანილი ბურთი და ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე. ყველას გვჯეროდა, რომ კვარა მაინც იტყოდა ამ ჩემპიონატზე თავის სიტყვას და თქვა, თქვა ყველაზე მნიშვნელოვან დროს.

ამის შემდეგ, ნამდვილად არ ყოფილა სანახაობრივი მატჩი და ალბათ ნეიტრალურ ქომაგს ვერ მიიზიდავდა, მაგრამ ქართველებს ამ მატჩის მერე მინიმუმ ორი დღე არ დაგვეძინება. კარგად დაგეგმილი პრაგმატული ფეხბურთელი და სრულიად განეიტრალებული მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. 5-გზის „ოქროს ბურთის“ მფლობელს და ბევრის აზრით საუკეთესო ფეხბურთელს არანაირი შანსი არ მივეცით. პირველ ტაიმში ერთხელ მიეცა რონალდოს შანსი, მაგრამ ჩვენი კაპიტანი გადაეღობა მის დარტყმულს. მოწოდების სიმაღლეზე იყო გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც ჯერ რონალდოს ჯარიმა მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, დიაგო დალოს შორეული დარტყმა მოიგერია ლამაზ ნახტომში.

საქართველო ყრუ დაცვაში არ ყოფილა და შეტევებსაც ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ლუკა ლოჩოშვილთან ორთაბრძოლისასას მსაჯმა, ვიდეორეფერთაბ კონსულტაციისას, პენალტი დანიშნა. პენალტო ზუსრად გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა და ქართველი ფორვარდი 3 გოლით და 1 საგოლე პასით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საბოლოოდ 2:0 და საქართველო სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 კვალიფიცირდა. ქართველებმა ფეხბურთი დავიბრუნეთ – ეს ახალი ეპოქის დასაწყისია.

საქართველოში ნამდვილად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ გელზერკინხენში ქართული სიმღერები ყველგან ისმის.

ტატო ნიკურაძე
გელზენკირხენიდან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოვიგეთ! მოვიგეთ! საქართველომ პორტუგალიას მოუგო და 1/8 ფინალშია: ღმერთო, ეს რა ხდება!

შეგვძლებია: სულ წინ ვივლით – ხვიჩა გაჩერებას არ აპირებს