in

ქართველები ნეაპოლური “აქცენტებით” – მიქაუტაძე კვარაცხელიას ნაკვალევზე

სერია A-ში “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაშიდან გამომდინარე, იტალიაში ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამჯერად “მეცის” თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს წერილი Tuttosport-მა მიუძღვნა.

გამოცემა იტალიელი მომღერლის და პოლიტიკოსის, ჯუზეპე “გიპო” ფარასინოს ნათქვამს იხსენებს, რომ ქართველები ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდიდან თავიანთი “აქცენტებით” ნეაპოლელებს მოაგონებს, რაც სხვებისთვის ძნელად აღსაქმელია; იციან, როგორ გარდასახონ იდეა და ამის ორ დროში ერთგვარი ძაფით დამაკავშირებელი კვარაცხელიაა.

მიქაუტაძე კვარაცხელიას ნაკვალევზე: ვინაა ქართველი, რომელიც “მეცში” დომინირებს
თავდამსხმელი – ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი

“იტალიის ლიგაში თავის სადებიუტო სეზონში, თითქმის ყოველგვარი წნეხის
გარეშე კვარაცხელია დომინირებს. “კვარას” ნაკვალევს საფრანგეთში მისი თანამემამულე მიჰყვება. ვისზეა საუბარი? გიორგი მიქაუტაძეზე “მეციდან”.

საფრანგეთშიც ქართულად ლაპარაკობენ. ეს ფილმის სახელწოდება კი არა, ლიგა 2-ის ისტორიაა, სადაც მიქაუტაძე 19 გოლით საუკეთესო ბომბარდირია და მის აქტივში 7 საგოლე გადაცემაა. “მეცი” მისი ძალისხმევით ლიგა 1-ში დაბრუნებაზე ოცნებობს. პირველ 14 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ არ შეჩერებულა. “სენტ-პრიესტში” მისმა ყოფილი მწვრთნელმა სამირ გემაზიმ შეტევების დაგვირგვინების გამო ალეკსანდრ ლაკაზეტს შეადარა. ის მაღალი არაა (1.76 სმ), მაგრამ სწრაფია და თანაგუნდელებთან ურთიერთმოქმედებაში კარგია. მიქაუტაძე ლიონში დაიბადა, ახალგაზრდულ გუნდშიც ითამაშა”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა ყველაფერი ქალაქელების ხელშია: ინგლისის ჩემპიონი ისევ სიტი ხდება

ნეაპოლს ნაპოლის ჩემპიონობის ეშინია: გადაიდება თუ არა საჩემპიონო მატჩი