in

ქართველები ევროტურნირებზე: კიტემ ძელს მოარტყა, მექვაბიშვილმა პასი გააკეთა


ხუთშაბათს ევროპისა და კონფერენსლიგაზე ქართველების გუნდებმაც ითამაშეს. ევროპალიგაზე ოთარ კიტეიშვილის “შტურმმა” სტუმრად 1:2 წააგო “სელტიკთან”, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა.

იმავე ტაიმში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს შეეძლო ანგარიშის გაორმაგება, მაგრამ ძელს მოარტყა ბურთი. მეორე ნახევარში “სელტიკმა” 2 გოლი გაიტანა, “შტურმს” კი ფეხბურთელი გაუძევეს და თამაშის შემობრუნება აღარ გამოვიდა. კიტეიშვილმა 78-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 6,4; Sofascore – 6,4; Whoscored – 6,5.

ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ, საბერძნეთი) განაცხადში არ იყო ფრანგულ “ლილთან” გასვლით მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა სენსაციურად გაიმარჯვა – 4:3. შეგახსენებთ, რომ ის, ზოგადად, თავისი გუნდის სატურნირო განაცხადშიც არ არის.

კონფერენსლიგაზე “ალკმაარმა” შინ 1:0 მოუგო “სლოვანს”. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმის ბოლოს სლოვაკური გუნდის მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს სვენ მეინანსს მატჩის ერთადერთი გოლის გატანაში. ამასთან, ჰოლანდიელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს. კაშიას (სხვებისაც) შეფასებები კონტრასტულია: Flashscore – 6,3; Sofascore – 7,4.

ირაკლი აზაროვმა (“შახტარი”) შეუცვლელად ითამაშა “ლეგიასთან”… კრაკოვში (სადაც დონეცკური კლუბი მასპინძელი იყო) წაგებულ მატჩში – 1:2. აზაროვის შეფასებები: Flashscore – 6,9; Sofascore – 6,7.

გაბრიელ სიგუას “ლოზანამ” გასვლაზე აჯობა მალტის “ჰამრუნ სპარტანსს”. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, რომელიც აქტიური იყო, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. შეფასებები: Flashscore – 7,7; Sofascore – 7,2.

ანზორ მექვაბიშვილი (“უნივერსიტატეა”) ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე პასით გამოირჩა “ნოასთან” (სომხეთი) საშინაო მატჩში. თუმცა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის კარგი თამაში კრაიოველთა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 1:1. მექვაბიშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა. შეფასებები: Flashscore – 7,8; Sofascore – 7,0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 13 ქულა, მაგრამ ბარსელონამ ჟალგირისთან წააგო

ამაზე საუბარი მიდის… მერაბის ბრძოლა საქართველოში…