in

ქართველების 21 წუთი: სანდრო ანტირეკორდს გადაურჩა, პლეი-ოფი არ იქნება

NBA-ის რეგულარულ სეზონში მორიგი მატჩი ითამაშა და ანტირეკორდს გადაურჩა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“, რომელმაც შინ „პორტლენდი“დაამარცხა 129:127.

ეს არის „სპურსის“ 21-ე გამარჯვება. 1997 წელს მან სეზონი მხოლოდ 20 მოგებით დაასრულა და ეს სავალალო შედეგი აღარ გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ „სპურსმა“ პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში (სულ ოთხ შეხვედრას გამართავს).

რაც შეეხება ქართველ კალათბურთელს, სანდრომ „პორტლენდთან“ 21 წუთი ითამაშა, 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა.

წააგო გოგა ბითაძის „ორლანდომ“, რომელიც „კლივლენდს“ ესტუმრა და 94:118 დათმო. გოგაც 21 წუთი ითამაშა – 7 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი.

„ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინთან“ 8 აპრილს გამართავს, „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ 9 აპრილს.

ქართველების გუნდები პლეი ოფში ვერ გადიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებმა ერთით წინ წაიწია: საუკეთესო საქართველო ბოლო 10 წელიწადში

კიტე თასის ფინალშია