in

ქართველების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება და მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ: მამარდას აზრით შეუძლებელია არაფერია

საქართველოს ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა გერმანიაში.

კიტემ და ჩაკვემ ცალკე ივარჯიშეს, საბამ გუნდთან ერთად: 17-ში ვარჯიში დორტმუნდის სტადიონზეა

ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა.

გიორგი მამარდაშვილი:

„გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.

ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

დიდი ენერგიით დავიმუხტეთ ღია ვარჯიშზე. ყოველდღიურად, თითოეული ფეხბურთელი დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ჩვენც ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ და ჩაკვემ ცალკე ივარჯიშეს, საბამ გუნდთან ერთად: 17-ში ვარჯიში დორტმუნდის სტადიონზეა

ევროპა გაიხსნა, გერმანიამ დაიწყო: ევრო 2024-მა სტარტი რეკორდებით აიღო