in

ქართველების გუნდმა სასწაული (ვერ) მოახდინა: კონფერენს ლიგაზე სხვადასხვა ქვეყნები არიან

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ¼ ფინალები დასრულდა დანარჩენ ორ ევროპულ ტურნირზეც. რანგით მესამე, კონფერენს ლიგაზე ქართველების „ლეხიც“ გამოდიოდა, რომელიც განწირული ჩავიდა ფლორენციაში, მაგრამ „ფიორენტინასთან“ 3-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 3:0-ს იგებდა, თუმცა მერე იტალიელები გონს მოეგნენ და ანგარიშის შემცირებით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ორ შეხვედრაში დამატებითი დრო გახდა საჭირო.
ნახევარფინალში გასული ოთხი გუნდი სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

¼ ფინალი:

ალკმაარი – ანდერლეხტი 2:0 პენ. 4:1 (0:2)
გოლები: 1:0 პავლიდისი (5), 2:0 პავლიდისი (13)

ფიორენტინა – ლეხი 2:3 (4:1)
გოლები: 0:1 ა. სოუზა (9), 0:2 ველდე (65), 0:3 სობიჩი (69), 1:3 სოტილი (78), 2:3 კასტროვილი (90+2)

ნიცა – ბაზელი 1:2 დ.დ. (2:2)
გოლები: 1:0 ლაბორდი (9), 1:1 აუგუსტინი (86), 1:2 ადამსი (98)

ვესტ ჰემი – გენტი 4:1 (1:1)
გოლები: 0:1 კუიპერსი (26), 1:1 ანტონიო (37), 2:1 პაკეტა (55), 3:1 რაისი (58), 4:1 ანტონიო (63)

დაკომპლექტდა ნახევარფინალური წყვილები.

1/2 ფინალი

ფიორენტინა -ბაზელი
ვესტ ჰემი – ალკმაარი

პირველი მატჩები 11 მაისს გაიმართება, განმეორებითი – 18 მაისს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ¼ ფინალის სიმბოლურშია

მანჩესტერი გავარდა, დარჩნენ იტალიელები: ევროპა ლიგის ოთხეული