in

ქაოსი და ტრიბუნალი სერია B-ში: კვერნაძის ფროზინონე გადარჩა, ლოჩოშვილის სალერნიტანა პლეი-აუტში…

იტალიის სერია B-ში მიმდინარე პროცესები ჩვენს ინტერესსაც იწვევს, რადგან იქ ორი ქართველი გვყავს – გიორგი კვერნაძე “ფროზინონეში” და ლუკა ლოჩოშვილი “სალერნიტანაში”.

ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ (ეს ორგანო მოქმედებს 2006 წლის “კალჩოპოლის” სკანდალის შემდეგ) 8 ქულა დააკლო “ბრეშას” (4 – ამ სეზონის ცხრილში და ამდენივე – მომავალი სეზონის ჩათვლაში), რომელიც ახალი რეალობიდან გამომდინარე, სერია C-ში აღმოჩნდა.

შედეგად, ერთი საფეხურით მაღლა აიწიეს კვერნაძის “ფროზინონემ”, ლოჩოშვილის “სალერნიტანამ” და “სამპდორიამ”. კვერნაძის გუნდისთვის ეს სერია B-ში დარჩენას ნიშნავს. “ლოჩოს” გუნდისთვის კი არაფერი შეცვლილა – ერთი საფეხურით მაღლა კი აინაცვლა, მაგრამ ესეც პლეი-აუტის ზონაა, აი “სამპდორიას” კი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავარდნილად გამოცხადდა, დარჩენის შანსი გაუჩნდა.

“ბრეშას” განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. სააპელაციო კომიტეტი ამ საკითხს 10 ივნისს განიხილავს. არადა, “სალერნიტანასა” და “სამპდორიას” შორის 15 (გენუა) და 20 ივნისს (სალერნო) უკვე დაინიშნა პლეი-აუტის მატჩები.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შტურმს კიტეიშვილის გაშვება არ უნდა

რატომაა კვარა ასეთი პოპულარული?