UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ დაუვიწყარი წუთები აჩუქა საქართველოს: სატიტულო ბრძოლაში ლეგენდარულ ალექსანდერ ვოლკანოვსკის ნოკაუტით სძლია და ქამარი მოიგო.
თუნდაც ის, რომ ჩვენიანი ქამრისთვის ჩხუბობდა, უკვე ეს რად ღირს და მერე კიდევ ზედ ბრწყინვალე გამარჯვება.
ავსტრალიელ ვოლკანოვსკის ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.
ახლა კი ქამარი 27 წლის ქართველ-ესპანელს ეკუთვნის!
პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა. ორივე შანსს ელოდა და არ რისკავდა.
მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
აქამდე იყო ილიას ზედიზედ 6 გამარჯვება UFC-ში (ეს მეშვიდეა), ხოლო კარიერაში – 14 (ახლა 15). მას ჯერ კარიერაში არ წაუგია.
გაგრძელება იქნება!..
ილია თოფურია:
„ძალიან ბედნიერი ვარ. გეუბნებიან, რომ ვერ გააკეთებ და შენში ეჭვი ეპარებათ? ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ცხოვრებაში გჭირდებათ, საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია. შემომხედეთ! საკუთარი უნარების მჯერა და ამისთვის ვშრომობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ თუ იცი, სად მიდიხარ. ბევრად მნიშვნელოვანია ის, რაც წინ გელოდება, ვიდრე ის, რაც წარსულში რჩება“.
ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ თვით კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.
GIPHY App Key not set. Please check settings