in

ქალური მსოფლიო ესპანურია: ესპანეთი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი

ესპანეთის ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა 1:0 და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე „რეალის“ მცველმა ოლგა კარმონმა გაიტანა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 70-ე წუთზე ესპანელმა ჯენიფერ ერმოსომ პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი ინგლისელთა მეკარემ დაიჭირა.

ქალების ესპანეთი ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. მანამდე ესპანელი ქალების საუკეთესო შედეგი მხოლოდ და მხოლოდ 1/8 ფინალში გასვლა იყო. გარდა ამისა, ის მესამე ევროპული ნაკრებია, რომელმაც მუნდიალი მოიგო. ქალებს შორის მსოფლიო პირველობა მხოლოდ გერმანიას (ორჯერ) და ნორვეგიას მოუგიათ.

ასევე საინტერესოა, რომ ესპანეთი მეორე ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული აქვს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალებს შორის.

ესპანეთამდე კი მსოფლიო ზედიზედ ორჯერ მოიგო აშშ-ს ნაკრებმა, რომელიც წელს მხოლოდ 1/8 ფინალამდე მივიდა.

ინგლისის ნაკრებისთვის მე-2 ადგილი მსოფლიოზე საუკეთესო შედეგია. აქამდე ინგლისელებს, 2015 წელს ბრინჯაო ჰქონდათ მოგებული. შეგახსენებთ, რომ ინგლისი ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

მე-3 ადგილი შვედეთმა დაისაკუთრა, რომელმაც მასპინძელი ავსტრალია დაამარცხა – 3:1.

2027 წლის ქალების მუნდიალის მასპინძელი ქვეყანა 2024 წლის 17 მაისს გაირკვევა. ამჟამად 4 განაცხადია შეტანილი: ბელგია-გერმანია-ნიდერლანდები; სამხრეთ აფრიკა; ბრაზილია და მექსიკა-აშშ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბევრი არ უთამაშიათ: როგორია კვერნაძის იტალიური დებიუტი – ლეგიონერები

მეორე პირველს ჰგავდა: საქართველო იაპონელ მოსწავლეებს შეხვდება – ვიდეო