მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მატჩის წინ ირანელ გულშემატკივრებს ქალების მხარდამჭერი დროშა ჩამოართვეს.
სტადიონ „ახმედ ბინ ალის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ყოველგვარი ახსნის გარეშე ირანელს დროშა გამოგლიჯა წარწერით „ქალი. თავისუფლება. სიცოცხლე“, შემდეგ კი წაიღო.
ეს დროშა საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც ირანში 22 წლის ქურთი სტუდენტის მაქსი ამინის სიკვდილის შემდეგ გაძლიერდა.
GIPHY App Key not set. Please check settings