მეისონ გრინვუდი – ვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელი, ვისთვის ქალზე მოძალადე. მაშინ, როცა მეისონი „ნიუკასლთან“ მატჩისთვის ემზადებოდა, მისმა შეყვარებულმა სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, სერიოზული დალურჯებები.
ამის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გრინვუდი გუნდიდან მოკვეთა და საქმის გამოძიებაც დაიწყო. ისე გამოვიდა, რომ სეზონი გუნდმა 6 გოლის გამტანი გრინვუდის გარეშე ჩაამთავრა, თუმცა დღეს „თვითერზე“ წითლებთან დაახლოებულმა გამოცემამ დაწერა, რომ მეისონი გუნდს პრესეზონზე შეუერთდება. ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს, გოლები გაჰქონდა, მაგრამ… მას უკვე ყოფილი შეყვარებულისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს და სადმე ქალაქ მანჩესტერში მანქანის დაპარკინგებისას ჯოხით ხელში მეისონ გრინვუდმა თუ გიკარნახათ, ოდნავ მარჯვნივ აიღე და ეგარიო, არც ეგ გაიკვირვოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings