საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა და უძლიერესი ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დიდი ანგარიშით 0:11 განადგურდა.
შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. ირლანდიელები მაია ბებიას ავტოგოლით დაწინაურდნენ და ამას მასპინძლებმა პირველ ტაიმში კიდევ სამი გოლი მიამატეს.
ტაიმის მეორე ნახევარში ირლანდიელებმა ჩვენს ნაკრებზე ზეწოლას უმატეს და კიდევ 7 გოლი გაგვიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგ შემადგენლობით ჩაატარა.
საქართველო: სუხაშვილი – კალანდაძე, სუთიძე, ტატუაშვილი, ხაბურძანია (46. ხაბურძანია) – პასიკაშვილი (41. ძაძუა), დანელია – ბებია, წოწერია (64. ჩხარტიშვილი), ჩემინავა (81. ჯანიკაშვილი) – ჭყონია.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, შინ შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 15 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
GIPHY App Key not set. Please check settings