in

ქალაქელებმა მეფეები არ დაინდეს: სიტიმ რეალი დაშალა და ფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი „სიტი“ გახდა. ინგლისის ჩემპიონმა შინ 4:0 გაანადგურა „რეალი“ და ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

პირველმა ტაიმმა „სიტის“ დომინირებით ჩაიარა. „რეალმა“ ერთხელ დაარტყა, როცა ტონი კროოსმა ძელს გაარტყა ბურთი. „სიტიმ“ კი 13-ჯერ დაურტყა მეტოქეს და აქედან 5 ზუსტი იყო. ამას კი ჰოლანდის გაფუჭებული სუპერმომენტები და ბერნარდო სილვას დუბლი მოჰყვა – 2:0.

მეორე ტაიმში „სიტიმ“ ბურთი მეტოქეს დაუთმო და კონტრშეტევებზე გადავიდა. მესამე გოლი მილიტაოს ავტოგოლია, რამაც საბოლოოდ გაარკვია გამარჯვებულის ვინაობა. თამაშის მიწურულს კი შეცვლაზე შესულმა ხულიან ალვარესმა დასვა წერტილი.

მაშ ასე, 10 ივნისს სტამბოლში, ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ შეხვდებიან.

სიტი – რეალი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (23), 2:0 ბერნარდო სილვა (37), 3:0 ედერ მილიტაო (76-საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90)

სიტი: ედერსონი, უოკერი, რუბენ დიაში, აკანჯი, სტოუნზი, გიუნდოგანი (79. მაჰრეზი), დე ბრუინი (84 ფოდენი), გრილიში, ბერნარდო სილვა, როდრი, ჰალანდი.

რეალი: კურტუა, დანიელ კარვახალი (80. ვასკესი), ალაბა, ედერ მილიტაო, კამავინგა (80. ჩუამენი), მოდრიჩი (63. რიუდიგერი), კროოსი (70. მარკო ასენსიო), ვალვერდე, ვინისიუსი, როდრიგო (80. სებალიოსი), ბენზემა.

პეპ გვარდიოლა:
„ასეთ უპირატესობას არ ველოდი. ენერგიულები ვიყავით და ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით.
როდრის გარეშე ასე შორს ვერ გავიდოდით. ის საუკეთესო ნახევარმცველად გადაიქცა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე მასზე უკეთესი.
ფინალში იტალიური გუნდი გველის. იტალიელთათვის არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე არ მიიჩნეოდნენ ფავორიტებად“.

კარლო ანჩელოტი:
„მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. მათ თავიდანვე სერიოზული ზეწოლა განახორციელეს და ამან იმუშავა. შეტევების დაწყება გვიჭირდა, ისინი კი დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაშში დაბრუნება რთული იყო. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. ასე წაგება მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული, თუმცა ასეთები ხდება ხოლმე“.

10 ივნისს სტამბოლის ფინალში „სიტი“ „ინტერს“ შეხვდება: ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრილან.
საინტერესოა, რომ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის ტვიტერზე „რეალისა“ და „ინტერის“ ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.

„სიტი“ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„სიტი“ ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.

2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 0:4 „რეალის“ ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა. მაშინ ასეთივე ანგარიშით „ლივერპულთან“ წააგო.

„რეალმა“ მეხუთედ წააგო 4-ბურთიანი სხვაობით ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე.

გვარდიოლა მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.

ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე მატჩი ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი გააუმჯობესა.

დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე პასი გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 35 საგოლე შანსი შექმნა – ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი ინგლისელი ფეხბურთელისთვის, სულ მცირე, 2003/04 წლების სეზონის (როცა OPTA-ს სტატისტიკის სისტემა ამუშავდა) შემდეგ.

ბერნარდო სილვა მესამე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალს“ 2 (და მეტი) გოლი გაუტანა ლიონელ მესისა (2, 2010/11, „რეალი“-„ბარსელონა“ 0:2) და რობერტ ლევანდოვსკის (4, 2012/13, „დორტმუნდი“-„რეალი“ 4:1) შემდეგ.

ბერნარდომ Goal-სგან 10 ქულა მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა მოიგო – ჯერი მწვრთნელებზე, მოთამაშეებზე და ჟურნალისტებზეა

მიქაუტაძე ისევ ტურის სიმბოლურშია