in

ფუტსალის საქართველომ ფრანგებთან წააგო და ევროპას დაემშვიდობა: ფოტო

საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში ვერაფერი გააწყო ძლიერ საფრანგეთთან და დამარცხდა – 1:3.

ასე დასრულდა ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა: 1 ქულით და ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილით.

მართალია სათამაშო უპირატესობა ფრანგების იყო, მაგრამ ისეც არ ყოფილა, რომ ჩვენებს შანსი არ ქონდათ, უბრალოდ მომენტების უკეთ გამოყენება იყო საჭირო.

მესამე წუთზე კეკელიამ გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ჩვენი მეკარე ალი ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. ღავთაძეს ტაიმის მიწურულს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა დაუბლოკა. მეორე ტაიმში საქართველოს ანგარიშის შესამცირებლად შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ჩიმაკაძემ გოლის გატანა ცარიელ კარში ვერ მოახერხა.

მოკლედ, პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ, მეორეში დიდი ძალებით შევუტიეთ, ნიკა გაბრიჩიძემ ერთი გაიტანა კიდეც, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა და დამსახურებულადაც მოიგო.

ჯგუფში პირველი საფრანგეთია (7 ქულა), მეორე ხორვატია (5 ქულა), რომელმაც პარალელურ შეხვედრაში 4:1 მოუგო მასპინძელ ლატვიას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვი შესაძლოა გაცვალონ და ფიორენტინაში აღმოჩნდეს