დიდი ტრაგედია ქართულ საფეხბურთო სამყაროში. საქართველოს ფუტსალის ლიგის საუკეთესო მეკარე დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა. ჯინჭარაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა და საუკეთესო მეკარის წოდებაც ერგო.
დავით ჯინჭარაძე ნოემბრის სანაკრებო მატჩებისას საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაშიც იყო გამოძახებული.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის შეხვედრები, რომლებიც 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო, დროებით გადაიდო.
Sport4me.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს და ქართულ საფეხბურთო ოჯახს.
GIPHY App Key not set. Please check settings