in

ფულის ხარჯვაში ინგლისელებმა ყველას აჯობეს: სად არიან არაბები

ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ფიფას საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ანგარიშის მიხედვით, ინგლისურმა კლუბებმა ამ ზაფხულს 1,69 მილიარდი დოლარი დახარჯეს. სატრანსფერო დანახარჯებით მეორე ადგილი იტალიამ დაიკავა (825 მილიონი დოლარი), მესამეზე საფრანგეთი (697 მილიონი დოლარი) აღმოცნდა, შემდეგ მოდის ესპანეთი და გერმანია (599 მილიონი დოლარი და 572 მილიონი დოლარი, შესაბამისად).

სიაში მე-6 ადგილი საუდის არაბეთის კლუბებმა დაიკავეს, რომლებმაც ჯამში 431 მილიონი დოლარის ტრანსფერები განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საუდის არაბეთის კლუბები დანახარჯებით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყვნენ (875,4 მილიონი). აზიის კონფედერაციის წარმომადგენლებს შორის მეორეა კატარი (89,4 მილიონი, მე-12 ადგილი მსოფლიოში) – ხოლო ხარჯების მოცულობა წინა წელთან შედარებით 50%-ით შემცირდა.

ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის სატრანსფერო ხარჯებით ლიდერი ბრაზილია გახდა – 180 მილიონი დოლარი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ გამაკვირვა: ხვიჩას არავისზე ნაკლებ ხელფასს არ მისცემენ

დონჩიჩთან და იოკიჩთან ერთად: შენგელია დრაჟენ პეტროვიჩის საპატივსაცემო მატჩში ითამაშებს