გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ქართველი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა, „რეჯანა“ დაამარცხა 1:0.
სერია B-ს 21-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლოს, 86-ე წუთზე გაიყვანეს.
გოლი 57-ე წუთზე გაიტანა, დაახლოებით კვარას სტილში. მარცხენა ფლანგზე მიიღო, ოდნავ შეიწია, მარჯვენა ფეხზე გაისწორა და შორეულ კუთხეში, ოღონდ დაბლა დაარტყა. ლამაზი გამოვიდა.
დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ორჯერ ხარიხას მოხვდა, ხოლო ერთხელ მეკარემ მოიგერია.
გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore – 8.0, Flashscore – 7.7.
შესაბამისად, მატჩის MVP გახდა.
კვერნაძის ანგარიშზე ჩემპიონატის 19 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.
ფროზინონე – რეჯანა 1:0
გოლი: კვერნაძე (57)
„ფროზინონემ“ ბოლო 13 მატჩიდან 9 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 45 ქულით ლიდერია და 31 იანვარს სტუმრად „ენტელას“ შეხვდება.



GIPHY App Key not set. Please check settings