იტალიის სერია ა-ში წელს მოკრძალებული „ფროზინონეც“ დაწინაურდა, რომლის ინტერესზე ქართველი ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის მიმართ სეზონის ბოლოსკენ ხშირად დაიწერა.
tuttofrosinone ისევ წერს ამ ტრანსფერის ალბათობაზე.
„ფროზინონე“ 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს და შემტევი გარემარბი სჭირდება. ბოლო დღეებში კი ყველაზე აქტუალური ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელის ვარიანტია.
„მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტში შეუთანხმებლობის გამო პროცესი მოლოდინის რეჟიმშია. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, „ფროზინონე“ ამას იმედოვნებს“, – წერს გამოცემა.
კვერნაძე საქართველოს ახლგაზრდული ნაკრების გაფართოებულ, 35-კაციან განაცხადშია შეყვანილი და დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. წარმატებულ გამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა მისმა ფასმაც მოიმატოს.
GIPHY App Key not set. Please check settings