საქართველოს ნაკრებმა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩი ხორვატიასთან ფრედ ითამაშა – 2:2.
ეს ქულა გვიტოვებს მცირე შანსს პლეი-ოფში გასასვლელად. ჯგუფის ბოლო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 28 იანვარს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს (19:30 სთ).
მატჩის გმირი და საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელმაც 33-ჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, მათ შორის პენალტი მოიგერია თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე.

პირველი ტაიმი ხორვატების სრული უპირატესობით წარიმართა. თუმცა საქართველო მე-6 წუთზე სეკულიჩის ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ხორვატებმა წონასწორობა აღადგინეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე წინ გავიდა.
3 წუთში სამწუხაროდ ღავთაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
საბოლოო ანგარიში კი 35-ე წუთზე კეკელიამ დააფიქსირა.





GIPHY App Key not set. Please check settings