გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 2:2.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო: ეფექტური მოძრაობით ორ მცველს გასცდა და კარის წინ კაპიტანი ლაკაზეტი მოძებნა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ კი ოთხ წუთში ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ ორივეჯერ მცველებმა შეუშალეს ხელი.
„ლიონმა“ ანგარიში კომპენსირებულ დროში გაათანაბრა: მიქაუტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია, შერკიმ კი დამატებაზე გაიტანა. გიორგის სტატისტიკურმა პორტალებმა საგოლე გადაცემა ჩაუწერეს.
შეფასებები: Flashscore – 7.3; Sofascore – 6.8; Whoscored – 6.8.

ლიონი – მანჩესტერი 2:2
გოლები: 1:0 ალმადა (25), 1:1 იორო (45+5), 1:2 ზირკზე (88), 2:2 შერკი (90+5)
სხვა მატცები:
ბოდო გლიმტი – ლაციო 2:0
ტოტენჰემი – აინტრახტი 1:1
რეინჯერსი – ბილბაო 0:0
განმეორებითი მატჩები 17 აპრილს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings