in

ფრენბურთის ფედერაცია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით CEV მწვრთნელთა შეკრებაზე იმყოფებოდა

ევროპის ფრენბურთის ფედერაციის ეგიდით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდა.

ტრენინგის მთავარი მიზანი სასკოლო ფრენბურთის განვითარება და სკოლებში მომუშავე მწვრთნელების გადამზადებაა.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციიდან ბულგარეთში 6 მწვრთნელი იმყოფებოდა. 2023 წლის CEV მწვრთნელთა შეკრებაზე მონაწილეებმა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.
რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართა სპეციალური ვორქშოფები, სადაც მონაწილეებმა სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებზე იმუშავეს. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა მწვრთნელმა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

პირველ სესიაზე ისინი ევროპის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბ-ნ ალექსანდრე ბორიჩიჩსაც შეხვდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა ტაბაღუა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა: ვიდეო

ვალენსიამ წააგო, მამარდა ბურთს არ შეხებია