საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა 2 თებერვლიდან სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებაზე კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის შესახებ გამოაცხადა.
2021 წლის 27 დეკემბრიდან ქვეყანაში სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება შეეძლოთ მხოლოდ 5 ათას ქომაგს ღია სივრცეში და 2 ათასს დახურულ შენობაში.
მომდევნო გადაწყვეტილებები მიიღება კოვიდ 19 გავრცელების დინამიკის მიხედვით.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო კვირიდან საფრანგეთში შეჯიბრებებზე სავალდებულო ვაქცინაცია შემოდის.
GIPHY App Key not set. Please check settings