ცნობილმა საფეხბურთო გამოცემა France Football-მა ახალი ნომერი პსჟ-ს მაისურში გამოწყობილ ლიონელ მესის მიუძღვნა.
მასალა 33 წლის ფეხბურთელის პარიზულ კლუბში ტრანსფერის შესაძლებლობას ეხება.
ზაფხულში იწურება ლეოს კონტრაქტის ვადა „ბარსელონასთან“ და ის თავისუფალი აგენტი გახდება. პსჟ არგენტინელზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სახელდება.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მესის არ მოსწონს ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც მის პარიზში გადაბარგებასა და ტრანსფერის ირგვლივ ატყდა.
მესიზე პრეტენზია „სიტისაც“ აქვს, რომელიც აქტიური ქმედებების დაწყებას მარტ-აპრილში გეგმავს.
მესი და ნეიმარი ისევ ერთად? პსჟ არგენტინელის გადაბირებას ცდილობს
GIPHY App Key not set. Please check settings