in

ფოტო: ჩემპიონები მომღერლების წინააღმდეგ – ბუფონმა, პირლომ, ანიელიმ, ალეგრიმ, გოგონებმა საქველმოქმედო მატჩი ითამაშეს

„იუვენტუსმა“ამხანაგური საქველმოქმედო მატჩი მოაწყო.

ღონისძიების მიზანი – კანდიოლოში (პიემონტის რეგიონი) მდებარე კიბოს კვლევის ინსტიტუტისთვის სახსრების შეგროვებაა.

ერთმანეთს შეხვდნენ „ჩემპიონები კვლევისათვის“ და „იტალიელი მომღერლების ნაკრები“. „ჩემპიონებმა“ 7:5 მოიგეს.

„ჩემპიონების“ მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი იყო და მის შემადგენლობაში იყვნენ: „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ეკლანი, მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, ასევე ჯიჯი ბუფონი, „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი და სხვები.

„მომღერალთა“ გუნდში, მომღერლების გარდა, იყვნენ ფრანკ რიბერი, „ინტერის“ ექს-მოთამაშე მაიკონი, „მილანის“ ყოფილი მეკარე დიდა და თამაშობდა მასიმილიანო ალეგრიც, ხოლო მწვრთნელობდა ფაბიო კაპელო.

მატჩში მონაწილეობდნენ „იუვენტუსის“ ქალთა გუნდის ფეხბურთელებიც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დანიის ნაკრების განაცხადი

ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება ბაქოში: გიორგი ქალდანმა ოქრო აიღო