ინგლისის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალექს სკოტმა მოულოდნელად შეიტყო, რომ მისი ერ-ერთი წინაპარი მონათმფლობელი იყო. სკოტი BBC-ის შოუში მონაწილეობდა, რომელშიც გადაცემის გმირები შორეულ ნათესავებზე იგებენ ამბებს.
37 წლის სპორტსმენი და ტელეწამყვანი შოუს ფარგლებში იამაკაზე გაემგზავრა, სადაც შეხვდა სპეციალისტს, რომელმაც მისი ოჯახის ისტორია შეისწავლა. გაირკვა, რომ სკოტის წინაპარი ფრენსის კუმბსი 1820 წელს მონების მფლობელი იყო – გოგონას აჩვენეს იმ ადამიანების სია, რომლებიც კუმბს ეკუთვნოდა. სკოტმა ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წასკდა. „ეს წინააღმდეგობაშია ყველაფერთან, რისთვისაც ვიბრძვი“, – თქვა ფეხბურთელმა, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს მოძრაობა BLM-ს.
სკოტს 5-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი.
ეროვნულ ნაკრებში 2004-2017 წლებში გამოდიოდა და 140 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings