in ,

ფოტო: ტოპ კლუბების ახალი ფორმების გალერეა – ბარსა ქალების უფლებებს იცავს, ჩელსი ოპ-არტს მისდევს, მანჩესტერი ძველ დროში ბრუნდება

ევროპის ტოპ კლუბებმა ახალი სეზონის, 2021/22 წლების ფორმები წარადგინეს. მათში ბევრი საინტერესო რამ არის.

ლივერპული
სტანდარტულ წითელს ნარინჯისფერი ზოლები დაემატა.

ჩელსი
ლონდონელების ფორმა შთაგონებულია ოპ-არტით, 60-იანი წლების ხელოვნების მოდური მიმართულებით.

მანჩესტერი
რეტროს სტილშია გაკეთებული – ჰგავს იმ კომპლექტს, რომლითაც გუნდი 1960-იან წლებში თამაშობდა.

სიტი
მთავარი დეტალია ციფრი 93:20 – სერგიო აგუეროს ქპრ-სთან საჩემპიონო გადამწყვეტი გოლის აღმნიშვნელი დროა.

ტოტენჰემი
ახალი ფორმა ეძღვნება კლუბის ემბლემის შექმნის 100 წლისთავს.

ბარსელონა
საფუძვლად უდევს კლუბის ემბლემაზე გამოყენებული ნახატი, წინა მხარეს წმინდა გიორგის ჯვარია.

გასვლით ფორმა კულტურულ მრავალფეროვნებას და ქალების უფლებებს გამოხატავს.

ატლეტიკო
ეკიპირება ეძღვნება „ატლეტიკოს“ ამჟამინდელი სახელწოდების 75 წლისთავს.

რეალი
ფორმა გულშემატკივრებთან ერთიანობას გამოსახავს.

პსჟ
პარიზი შეეცდება ჩემპიონთა ლიგის დაპყრობას Air Jordan-თან ერთად – Nike-ის შვილობილ კომპანიასთან.

იუვენტუსი
ვარსკვლავების ხეივანის დიზაინი პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც ისტორიაში შევიდა.

მილანი
ტრადიციულ ფერებში შექმნილი კომპლექტი შეიქმნა სლოგანით „იმოძრავე როგორც მილანი“.

ინტერი
მაისური გველის კანის იერზეა შეკერილი. დიზაინერებმა მიმართეს
Biscione – გველს, რომელიც „ინტერისა“ და მილანის სიმბოლოა.

ბაიერნი
გერმანიის ჩემპიონის ფორმა მუქ წითლებშია შესრულებული ნათელი ხაზებით. ემბლემაზე გამოჩნდა მე-5 ვარსკვლავი – 30 საჩემპიონო ტიტული ბუნდესლიგაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძე ტრავმირებულია: მან შესაძლოა ზაფხულის ლიგაზე ვერ ითამაშოს

ზოიძე დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა