ბილბაოს „ატლეტიკს“ იშვიათი რამ შეემთხვა – ორ კვირაში ესპანეთის თასის ორ ფინალს ითამაშებს. წინა გათამაშების მიხედვით ფინალში მეტოქე „რეალ სოსიედადია“, რომელმაც ამ მოვლენის გამო სპეციალური ფორმა დაამზადა.
ბილბაო 14 დღეში ესპანეთის თასის ორ ფინალს ითამაშებს
სან სებასტიანელთათვის ეს ღირშესანიშნავი მომენტია: ბოლოს გუნდმა თასი 34 წლის წინ, 1986/87 წლების სეზონში აიღო. მას შემდეგ ამ კლუბის ტროფეების თაროს არაფერი შემატებია.
კომპლექტი კლასიკურ ლურჯ-თეთრ ზოლებშია გადაწყვეტილი, რომელშიც ოქროსფერი კანტებია.
საკვანძო დეტალი – 4 ზოლი წინ და 3 უკან – გუნდის ფინალამდე განვლილ გზას აღნიშნავს (ამოტვიფრულია მეტოქე და საფინალო ანგარიში).
მიაქციეთ ყურადღება წინა მხარეს სატიტულო სპონსორის ლოგო არ არის. ეს მაისურებს ისტორიულ აუთენტურობას სძენს.
„სოსიედადი“ თასის ფინალში ბოლოს 1988 წელს გავიდა და გადამწყვეტი თამაში „ბარსელონასთან“ წააგო, თუმცა მანამდე ტურნირიდან „ატლეტიკო“ და „რეალი“ გააგდო.
GIPHY App Key not set. Please check settings