საქართველოს ნაკრები წლის პირველ მატჩებს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.
ჩვენი გუნდი უკვე ერევანშია.
საქართველო – სომხეთის პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 23 მარტს, თბილისში შედგება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
დღეს:
17:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
19:00 – სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:30 – სომხეთის ნაკრების ვარჯიში







GIPHY App Key not set. Please check settings