კრიშტიანო რონალდომ უკურნებელი სენით დაავადებულ ბიჭუნას ოცნება აუხდინა.
პორტუგალიელი ვარსკვლავი 4 წლის ავარს სლოვენიასთან მატჩის შემდეგ შეხვდა.
ბავშვი სირიაშია დაბადებული და გერმანიაში ცხოვრობს. მშობლები ევროპაში იმ იმედით გადავიდნენ, რომ გერმანელი ექიმები შეძლებდნენ სიმსივნისგან განკურნებას, მაგრამ მეტასტაზები ძალიან ღრმად არის გასული.
თამაშის შემდეგ რონალდო ბიჭს სტადიონის გვირაბში შეხვდა და ფოტოც გადაიღო. ასევე ავტოგრაფი დაუტოვა მაისურზე, ქუდზე და ბურთზე.
შეხვედრის ორგანიზება გერმანულმა რადიოსადგურმა hr3-მა მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings