მადრიდის „რეალი“ 2021/22 სეზონს განახლებული საშინაო ეკიპირებით ჩაატარებს. მთავარი ფორმა, რომელიც Adidas–ის შექმნილია, კლუბისთვის ტრადიციულ თეთრ ფერშია შესრულებული. მწარმოებლებმა მაისურზე ნარინჯისფერი და ცისფერი დეტალები დაიტანეს. ტალღისმაგვარი ნაქარგი კი მადრიდის მთავარი ღირსშესანიშნაობის, სიბელესის მოედნის შთაგონებით შეიქმნა.
მადრიდული კლუბის ოფიციალურმა საიტმა ახალი კომპლექტი გულშემატკივრებს უკვე წარუდგინა.
გასულ სეზონში „რეალმა“ ერთი ჯილდოს მოპოვებაც ვერ შეძლო. მაისის ბოლოს კლუბი მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც დატოვა.
გასულ სეზონზე კლუბის მთავარი ფორმა ტრადიციულ ფერებში, ვარდისფერი დეტალებით იყო შესრულებული. ფორმას ეტყობოდა ასევე მადრიდის მთავარი ღირსშესანიშნაობების გავლენა.
მადრიდის „რეალი“ და Adidas უკვე მესამე ათწლეულია (1998 წლიდან), რაც წარმატებით თანამშრომლობენ.
GIPHY App Key not set. Please check settings