ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის წინ, სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პარიზის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებს სამახსოვრო მაისურების გადასცა.
გულშემატკივარი ოლიმპიადასა და პარალიმპიადის ჩემპიონებსა და მედალოსნებს გულიანად და ოვაციებით მიესალმა.
საგანგებოდ მათთვის დამზადებული ეროვნული ნაკრების მაისურები გადასცეს: ოლიმპიურ ჩემპიონებს – ლაშა ბექაურს (ძიუდო), გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძეს (ძალოსნობა), ვიცე-ჩემპიონებს – გივი მაჭარაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ტატო გრიგალაშვილს, ილია სულამანძეს (ორივე ძიუდო) და ბრინჯაოს პრიზიორს, ლაშა გურულს (კრივი); ასევე პარალიმპიელებს, ჩემპიონ გიგა ოჩხიკიძეს (პარამძლეოსნობა), ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ჭინჭარაულსა (პარასროლა) და ბრინჯაოს პრიზიორ ანა ჯაფარიძეს (პარატაეკვნდო).
GIPHY App Key not set. Please check settings