მატეო, კრიშტიანო რონალდოს 5 წლის ვაჟი, მადრიდის „რეალის“ ახალ საშინაო ფორმაში შეამჩნიეს.
კრიშტიანო ჯორჯინასთან ერთად მომღერალ როსალიას კონცერტზე მივიდა. ფეხბურთელის უმცროსი ბიჭი სამეფო კლუბის ახალი მაისურით იყო, ზურგზე კი МАТЕО და ნომერი 7 ეწერა.
შეგახსენებთ, რონალდოს მანჩესტერიდან აბარგებაზე და მათ შორის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნებაზე ჭორები დადის, თუმცა ამის შანსი მცირეა.
37 წლის სუპერვარსკვლავს ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა, „იუნაიტედს“ კი მოგეხსენებათ წელს გამოტოვება უწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings